კეთილი იყოს თქვენი მობრძანება NQ Hospitality-ში
თქვენი სანდო პარტნიორი სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში
NQ Hospitality Management Group სტუმარმასპინძლობის სფეროში ოპერირებადი მმართველი კომპანიაა, რომელიც ორიენტირებულია სასტუმროების, რესტორნებისა და მრავალფუნქციური სტუმარმასპინძლობის პროექტების სტრატეგიულ მართვასა და წარმატებულ ოპერირებაში.
მუდმივად მზარდი პორტფელით, NQ Hospitality მართავს საერთაშორისო სტანდარტების მქონე სასტუმროებსა და პრემიუმ კლასის გასტრონომიულ ობიექტებს, სადაც თითოეული პროექტი გამორჩეული სტუმრის გამოცდილებისა და მაღალი ოპერაციული ხარისხის შექმნაზეა ორიენტირებული.
კომპანიის პორტფელში შედის საერთაშორისო ბრენდის Hotel Indigo Batumi Old Town (IHG), Mziuri Gardens, ასევე რესტორნები Brasserie 1900, Atmosphere Batumi და Cafe Flore.
სასტუმროებისა და რესტორნების ოპერაციული მართვიდან ბრენდის განვითარებამდე, მარკეტინგამდე და სტუმრის გამოცდილების მართვამდე, NQ Hospitality თითოეული პროექტისთვის ინდივიდუალურად მორგებულ, სრულყოფილ მენეჯმენტს უზრუნველყოფს.
ჩვენი პროექტები
ჩვენი სერვისები
ჩვენ გთავაზობთ საუკეთესო მომსახურებას სტუმარ-მასპინძლობის სექტორში
პროექტის მენეჯმენტი
თქვენი სტუმარ-მასპინძლობის პროექტების სრულყოფილი მენეჯმენტი, რაც მოიცავს პროექტების დაგეგმვას, სტრატეგიას, მიზნების და შედეგების განსაზღვრას. პროცესების სრული ციკლის მართვა.
კონსულტაცია
საკონსულტაციო საექსპერტო რჩევები და სტრატეგიები, ოპერაციების ოპტიმიზაციისა და ROI-ის მაქსიმიზაციისთვის.
განვითარება
სასტუმროების, საცხოვრებელი კომპლექსების და კომერციული ობიექტების განვითარების სრულყოფილი სერვისი. რაც ორიენტირებულია პროდუქტის განვითარებაზე.
ბრენდინგი და მარკეტინგი
ბრენდინგისა და სტრატეგიული მარკეტინგული გადაწყვეტილებების შემუშავება პროექტის ცნობადობის და წარმატების მისაღწევად.
ოპერაციების მენეჯმენტი
გამარტივებული ოპერაციების მენეჯმენტი ეფექტურობისა და სტუმრების კმაყოფილების გასაუმჯობესებლად.
რატომ ჩვენ
როგორ შეუძლია NQ Hospitality Management Group- ს დაგეხმაროთ თქვენი მიზნების მიღწევაში
ჩვენი კომპანია გთავაზობთ პროფესიონალურ მომსახურებას რომელიც ორიენტირებულია თქვენი ბიზნესისი განვითარებაზე,
NQ Hospitality Management Group-თან ერთად, თქვენ იძენთ ერთგულ, სანდო და პროფესიონალ პარტნიორს.