მზიური ველნესი
NQ Hospitality-ის მიმდინარე პროექტი — MONTARA
მახინჯაურის უნიკალურ ბუნებრივ გარემოში მიმდინარეობს ახალი თაობის სამედიცინო ველნესის მიმართულების განვითარება – სივრცე, სადაც თანამედროვე მედიცინა, ინოვაციური მიდგომები და ბუნების სამკურნალო ძალა ერთიანდება.
ისტორიული ბალნეოლოგიური კურორტის ტერიტორიაზე შექმნილი MONTARA Medical Wellness Spa ეფუძნება მახინჯაურის უნიკალურ თერმულ წყლებს და მიზნად ისახავს ჯანმრთელობის, აღდგენისა და ხანგრძლივი კეთილდღეობის სრულიად ახალი გამოცდილების შექმნას.
ეს არ არის მხოლოდ ველნეს სივრცე – ეს არის სამედიცინო ველნესის ეკოსისტემა, რომელიც აერთიანებს თანამედროვე სამკურნალო ინფრასტრუქტურას, პერსონალიზებულ ჯანმრთელობის პროგრამებს და ცხოვრების ხარისხზე ორიენტირებულ მიდგომებს.
.