Inter Construction
Inter Construction დაარსდა 2011 წელს და 13 წელია აქტიურად არის ჩართული სამშენებლო საქმიანობაში.
Inter Construction მუშაობს დამკვეთთან საბოლოო შეთანხმების საფუძველზე. მომხმარებელთან საბოლოო შეთანხმების მიღწევის შემდეგ კომპანია იწყებს ყველაზე დინამიურ პროცესს, სამშენებლო სამუშაოების მომზადებასა და განხორციელებას.
კომპანიის მთავარი მიზანია დაკისრებული ვალდებულებების დროული და მკაფიო შესრულება, რაც განაპირობებს მომხმარებლებთან გრძელვადიან თანამშრომლობასა და საიმედოობას.
კომპანია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური საინჟინრო პერსონალით და აღჭურვილია სხვადასხვა სპეცტექნიკით.
Inter Construction-ისთვის მნიშვნელოვანია სამუშაოს შესრულების უმაღლესი ხარისხი, ამიტომ ჩვენი კომპანიის ინჟინრები აქტიურად არიან ჩართულნი სამშენებლო პროცესში და ყოველდღიურად ტარდება ხარისხის კონტროლი.
ამჟამად კომპანიაში 300-მდე ადამიანია დასაქმებული.
კომპანია Inter Construction-ის მთავარი პრინციპია გუნდური მუშაობა, სწორედ გუნდური მუშაობა და მიზანდასახულობა განაპირობებს ყველაზე მნიშვნელოვანს, ხარისხს და საიმედოობას.
Pattern
Pattern ქმნის თანამედროვე და დახვეწილი დიზაინის მქონე ავეჯს. ჩვენი მიზანია ვიყოთ პროდუქციის ხარისხზე ორიენტირებულნი და მომხმარებელს შევუქმნათ გემოვნებიანი და ხარისხიანი პროდუქტი. იმისათვის რომ შეგვიკვეთოთ თქვენთვის სასურველი პროდუქცია უნდა დაგვიკავშირდეთ ან მოგვწეროთ მითითებულ ნომერზე.