მზიური გარდენსი
“მზიური გარდენსი“ პრემიუმ კლასის აპარტამენტებისგან შემდგარი საცხოვრებელი და საინვესტიციო პროექტია შავი ზღვის სანაპიროზე, კურორტ მახინჯაურში, რომელიც ზღვიდან სულ რამდენიმე მეტრში, ყოფილი სანატორიუმის ტერიტორიაზე მდებარეობს.
MRMU International ქართულ-ბრიტანული ვენჩორული კაპიტალკომპანიაა, რომელიც ახორციელებს პირდაპირ ინვესტიციებს სტრატეგიულ მიმართულებით ქვეყნის ეკონომიკაში. კომპანიის პორტფელში ღირსეული ადგილი უკავია ისეთ უნიკალურ ინფრასტრუქტურულ პროექტს, როგორიცაა მზიური გარდენსი.
მზიური გარდენსში საცხოვრებელ აპარტამენტებთან ერთად 5*-ანი საერთაშორისო სასტუმროების ქსელი CROWNE PLAZA განთავსდება.
დიზაინი და არქიტექტურა
მზიური გარდენსი 580 აპარტამენტისგან შედგება, თითოეული მათგანი აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის ტექნიკითა და ავეჯით.
ინტერიერის დიზაინი კი მორგებულია თანამედროვე ადამიანის მოთხოვნებს და გამოირჩევა დახვეწილობით.
კომპლექსის არქიტექტურა აერთიანებს თანამედროვე ესთეტიკას ფუნქციურ ზონებთან ერთად. პროექტში გამოყენებულია მაღალი ხარისხის ენერგოეფექტური მასალები.
ჯანსაღი გარემო
მზიური გარდენსის საცხოვრებელ კომპლექსში შემავალი 12,000 კვ. მეტრზე გადაჭიმული რეკრეაციული ზონა, მთისა და ზღვის ჰაერის ნაზავთან ერთად უნიკალურ მიკროკლიმატს და ხარისხიანი ცხოვრებისა და დასვენებისათვის იდეალურ გარემოს ქმნის. აღსანიშნავია, რომ მზიური გარდენსი მახინჯაურში ყოფილი სანატორიუმის ტერიტორიაზე, მრავალწლოვანი ფიჭვებისა და ენდემური ნარგავების შუაგულშია მოთავსებული.
უნიკალური ადგილმდებარეობა
პანორამული ხედები
გამორჩეული ლოკაციის წყალობით ,,მზიური გარდენსის” აპარტამენტების ყველა ფანჯრიდან ზღვის და მთის ულამაზესი პანორამული ხედები იშლება.
სასტუმრო CROWNE PLAZA
რესტორანი და კაფე
გურმანებისთვის მზიური გარდენსის საცხოვრებელი კომპლექსი ნამდვილი სამოთხე იქნება. კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსდება ქართულ-ევროპული რესტორანი, სადაც შესაძლებლობა გექნებათ დააგემოვნოთ უგემრიელესი კერძები და ისიამოვნოთ საგულდაგულოდ თქვენთვის შექმნილი უგემრიელესი კერძების ფართო არჩევანით.
ჩვენს კაფე-ბარში კი შემოგთავაზებენ ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ფართო არჩევანს.