მზიური ველნესი
“მზიური ველნესი” უნიკალური საცხოვრებელი და გამაჯანსაღებელი კომპლექსია აჭარაში.
მახინჯაურში, ყოფილი ბალნეოლოგიური კურორტის ტერიტორიაზე სულ მალე ახალი საცხოვრებელი და გამაჯანსაღებელი კომპლექსი მზიური ველნესი გაშენდება, რომელიც მრავალწლოვანი ფიჭვებისა და ენდემური ნარგავების შუაგულშია მოთავსებული.
კურორტი ათწლეულების მანძილზე იყო სასურველი ადგილი სამკურნალო გამაჯანსაღებელი დანიშნულებით, სადაც ვიზიტორთა რიცხვი ყოველწლიურად 10 000-ს აჭარბებდა.
მზიური ველნესი გააერთიანებს საცხოვრებელ აპარტამენტებს, 5*****-იან საერთაშორისო სასტუმროების ქსელ CROWNE PLAZA-ს და ბალნეოკურორტს.
მზიური ველნესი მოიცავს 244 აპარტამენტს და 51 სასტუმროს ნომერს.
უნიკალური ადგილმდებარეობა
მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი „მზიური ველნესი“ მდებარეობს აჭარის სანაპიროს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და ეკოლოგიურად სუფთა ზონაში – მახინჯაურში
მახინჯაურს მინერალური წყლებისა და კლიმატური პირობების გამო XX საუკუნის დასაწყისიდან აქტიურად იყენებენ, როგორც კლიმატურ-ბალნეოლოგიურ კურორტს.
„მზიური ველნესიდან“ სულ რაღაც 2 კილომეტრში მდებარეობს ბათუმის ერთ-ერთი ყველაზე ვიზიტირებადი ადგილი, მწვანე კონცხი.
უნიკალური მიკროკლიმატი და ზღვისა და მთების სიახლოვე შესანიშნავ საშუალებას იძლევა დასვენებისა და გაჯანსაღებისთვის
ბალნეოლოგიური კურორტი
მახინჯაური ზღვისპირა კლიმატურ, ბალნეოლოგიური კურორტია, მასზე საუბრისას მნიშვნელოვანია ავღნიშნოთ, რომ იქ არსებულ მიკროკლიმატს და სუბთერმულ-მინერალურ წყალს, ადგილობრივი მოსახლეობა, ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში იყენებდა სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ.
საერთაშორისო სტანდარტების მქონე ბალნეოლოგიური და გამაჯანსაღებელი ცენტრით სარგებლობა როგორც „მზიური ველნესის“ მობინადრეებისთვის, ასევე ნებისმიერი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ვიზიტორისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
სასტუმრო CROWNE PLAZA
„მზიური ველნესი“ გაეერთიანებს საცხოვრებელ აპარტამენტებს, 5*****-იან სასტუმროების ქსელ CROWNE PLAZA-ს და საერთაშორისო სტანდარტების მქონე ბალნეოლოგიურ და გამაჯანსაღებელი ცენტრს რომელიც როგორც „მზიური ველნესის“ მობინადრეებისთვის, ასევე ნებისმიერი ვიზიტორისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
.